Pages

Thursday, March 5, 2015

სასწავლო პროექტის გეგმის შაბლონი

სასწავლო თემის ავტორი
სახელი და გვარი
ნათელა ონიანი
რაიონი
ცაგერი
სკოლა
ლაჯანის საჯარო სკოლა
ქალაქი

თემის  მონახაზი
თემის  დასახელება
მშვენიერი ქართველი ქალისა და გამოჩენილი რუსი პოეტის  სიყვარულის ისტორია
თემის შინაარსი
მოსწავლეები ეცნობიან მეცხრამეტე საუკუნის ქართულ-რუსულ ლიტერატურულ ურთიერთობებს, კულტურულ-საზოგადოებრივ ურთიერთობებს. ალექსანდრე ჭავჭავაძის ოჯახთან გამოჩენილი რუსი პოეტის- გრიბოედოვის დაახლოების ისტორიას. მოსწავლეები ეცნობიან ქართული რომანტიზმის მიმდევრების სალონების ურთიერთობას გრიბოედოვთან. მოიძიებენ და სწავლობენ ისტორიულ მასალებს აღნიშნულ ურთიერთობებზე. შეიძენენ სხვადასხვა ხასიათის: ეპისტოლარულ, ბიოგრაფიულ და მხატვრულ ტექსტებთან მუშაობის გამოცდილებას, შექმნიან მულტიმედიურ პრეზენტაციას შესწავლილი ლექსიკურ-გრამატიკული კონსტრუქციების გამოყენებით.
საგანი
რუსული ენა და ლიტერატურა
დონე/კლასი  
 X კლასი
განხორციელების დროის ჩარჩო
3კვირა
თემის საფუძვლები
შინაარსობრივი სტანდარტები და ინდიკატორები
IX.6 მოსწავლეებს შეუძლიათ ისაუბრონ ნინო ჭავჭავაძესა და ალექსანდრე გრიბოედოვის შესახებ, კერძოდ ალექსანდრე ჭავჭავაძის ოჯახთან ალესანდრე გრიბოედოვის დაახლოებაზე. შეუძლიათ ისაუბრონ ორ ერს შორის კულტურულ ურთიერთობებზე, კერძოდ XIX საუკუნის ქართულ-რუსულ ლიტერატურულ ურთიერთობებზე.          

მოსწავლეების ამოცანები/სწავლის შედეგები
მოსწავლეები ეცნობიან ახალ მიმდინარეობას რომანტიზმს. ალექსანდრე გრიბოედოვის ურთიერთობას ალექსანდრე ჭავჭავაძის სალონთან. კითხულობენ ვლადიმერ ლეფერაძის წიგნს ,,სიკვდილი ქრისტეს ასაკში’’. მოიძიებენ და სწავლობენ ისტორიულ მასალებს აღნიშნულ ურთიერთობებზე. შეიძენენ სხვადასხვა ხასიათის: ეპისტოლარულ, ბიოგრაფიულ და მხატვრულ ტექსტებთან მუშაობის გამოცდილებას, შექმნიან მულტიმედიურ პრეზენტაციას შესწავლილი ლექსიკურ-გრამატიკული კონსტრუქციების გამოყენებით. განივითარებენ ურთიერთთანამშრომლობის უნარს.
მიმართულების მიმცემი საკვანძო შეკითხვები
ზოგადი კითხვა
რა იცით ქართული რომანტიზმის შესახებ? რომელ საუკუნეში ჩამოყალიბდა ის?


ვინ იყვნენ ქართველი რომანტიკოსები?
თემატური კითხვები
რა ვიცით ალექსანდრე გრიბოედოვის შესახებ?
რა ვიცით ნინო ჭავჭავაძის შესახებ?

შინაარსობრივი კითხვები
სად და რომელ წელს დაიწერა ჯვარი ნინომ და ალექსანდრემ?
როგორ შეაფასებდით ნინოს სიყვარულს ალექსანდრესადმი?
რა იყო ალექსანდრე გრიბოედოვის სიკვდილის მიზეზი?
რა იცით მეცხრამეტე საუკუნის ქართულ- რუსული ლიტერატურული ურთიერთობების შესახებ?
რა იცით გრიბოედოვის შემოქმედებაზე?


შეფასების გეგმა
შეფასების დროის ჩარჩო
პროექტზე მუშაობის დაწყებამდე
მოსწავლეები მუშაობენ პროექტებზე და ასრულებენ დავალებებს
პროექტზე მუშაობის დასრულების შემდეგ











დიაგრამა: ვიცი,მინდა ვიცოდე, ვისწავლე.
ეხმარება მასწავლებელს მოსწავლეთა წინა ცოდნის შეფასებაში.
მოსწავლეების აქტივობათა შედეგების შემოწმება ელ-ფოსტის გამოყენებით
პროექტის კვლევის შუალედური მონიტორინგი
პრეზენტაციის ჩეკლისტი
კვლევა- ძიებისა და დამოუკიდებელი მუშაობის უნარჩვევების შეფასება
შეფასების/შეფასების ინსტრუმენტების მოკლე მონახაზი
 დიაგრამა, გონებრივი იერიში.
სხვა საკითხები
საბაზისო უნარ-ჩვევები
სხვადასხვა ტიპის ტექსტებზე მუშაობის , ლექიკონის გამოყენების უნარი, ვორდისა და საპრეზენტაციო პროგრამებით მუშაობის უნარი, ინტერნეტ-საძიებო სისტემებით მუშაობის უნარი.
სასწავლო პროცედურები
მოსწავლეებს ვაცნობ პროექტის თემას  და ინფორმაციის მოძიების მიზნით მივუთითებ  გამოიყენონ საჭირო ლიტერატურას და აგრეთვე ინტერნეტი. შემდეგ მოსწავლეებს დავყოფ  ჯგუფებად  პასტელების ჯადოქრობის“ საშუალებით:
 გამოვიყენებ პასტელებს, მარკერებს ან სხვა საშუალებას, რომ მოსწავლეებმა დააწყვილონ ფერები ან ფერთა ჯგუფები, როდესაც მოსწავლეები იპოვიან თავიანთ ფერების მქონე პარტნიორებს, ისინი დაიწყებენ მიცემულ დავალებებზე მუშაობას.
თითოეულ ჯგუფს ვაძლევ დავალებებს: ა) მოიძიონ ინფორმაცია ალექსანდრე ჭავჭავაძის ოჯახის და გრიბოედოვის დაახლოების შესახებ, საერთოდ მეცხრამეტე საუკუნის ქართულ-რუსული საზოგადოებრივ-კულტურული ურთიერთობის შსახებ. ბ)გაეცნონ ალექსანდრე გრიბოედოვის ბიოგრაფიას. გ) შეისწავლონ გრიბოედოვის გამორჩეული ნაწარმოებები.
ყველა ჯგუფი შეუდგება მუშაობას მიცემული დავალებების მიხედვით . პროექტის მონაწილეები მათ ნამუშევრებს მაჩვენებენ  ყოველ სამი დღის შემდეგ და ვაძლევ შესაბამის რჩევებს,ვარკვევ რა შეისწავლეს , რა უნდათ კიდევ იცოდნენ და მომდევნო პერიოდში რას  გაამდიდრებენ ახალი მასალით .
პროექტი ბოლოს განვიხილავთ ჯგუფებისაგან მომზადებული სლაიდებით შექმნილ მულტიმედიურ პრეზენტაციას.









სასწავლო თემისთვის საჭირო მასალები


ტექნოლოგიატექნიკა (მონიშნეთ პროექტისათვის  საჭირო ტექნოლოგიური უზრუნველყოფა)

ü  ფოტოკამერა
ü  კომპიუტერი (ები)
 ციფრული კამერა
 DVD ფლეიერი
 ინტერნეტკავშირი
 ლაზერული დისკი
 საბეჭდი მანქანა/პრინტერი
 პროექტორი
 სკანერი
 ტელევიზორი
 VCR, ვიდეო
 ვიდეოკამერა
 ვიდეო საკონფერენციო აღჭურვილობა.
ü  სხვა  ლიტერატურა
ტექნოლოგია – პროგრამული უზრუნველყოფა (მონიშნეთ პროექტის ფარგლებში გამოყენებული პროგრამა/პროგრამები )
 მონაცემთა ბაზა/ცხრილები
 საგამომცემლო პროგრამები
 ელფოსტის პროგრამა
ü  ენციკლოპედია
 ფოტო/სურათების დამუშავება
 ინტერნეტძიება
 მულტიმედია
 ვებგვერდის შექმნა
 ვორდის პროგრამა
 სხვა      


ბეჭდვითი მასალები
შეგიძლიათ იხილოთ  ბიბლიოგრაფიის ჩანართში
ინვენტარი/მასალები
ძირითადი მასალები, რომლებიც თემის ჩასატარებლად შეუკვეთეთ ან შეაგროვეთ და რომლებიც კურსის კონკრეტულ საკითხებს უკავშირდება. საჭირო არაა ყოველდღიური მასალების შეტანა, რომლებიც ისედაც ხელმისაწვდომია კლასში.
ინტერნეტრესურსები

No comments:

Post a Comment